თავში

გაყიდული ბინების მახასიათებლები თითქმის უცვლელია

გაყიდული ბინების მახასიათებლები თითქმის უცვლელია
გაყიდული ბინების მახასიათებლები თითქმის უცვლელია

2020 წლის I კვარტალში გაყიდული ბინების მახასიათებლები თითქმის უცვლელია. ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში.

საკონსულტაციო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ახალი ბინების სეგმენტში ყველაზე გაყიდვადია საშუალო ზომის ბინები (51-80 მ2), რომელთა წილმა 1კვ20-ში მთლიანი გაყიდვების 51% შეადგინა, მაშინ როცა 1კვ18-ში ეს მაჩვენებელი 47% იყო.
ძველი ბინების კატეგორიაში ასევე ყველაზე გაყიდვადია საშუალო ზომის ბინები (5180 მ2). აღსანიშნავია, რომ ბინებზე მოთხოვნა ზომების მიხედვით უმნიშვნელოდ იცვლება - პატარა ბინებზე (18-50 მ2) მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება.
დაბალფასიანი სეგმენტი კვლავ ყველაზე მოთხოვნადია – დასტური იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას დაბალი და საშულო შემოსავლის მქონე მოსახლეობა განაპირობებს. გაყიდვების 53% დაბალფასიან სეგმენტში დაფიქსირდა, მაშინ როცა პრემიუმ სეგმენტში გაყიდვებმა ჯამური გაყიდვების 12% შეადგინა 1კვ20-ში.
მოთხოვნა საშუალო ზომის ბინებზე (51-80 მ2) თბილისის ყველა უბანში მაღალია, გარდა ცენტრალური უბნებისა, (ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა) სადაც მოთხოვნა უფრო დიდი ზომის ბინებზეა (81-120 მ2). პატარა ბინები (18-50 მ2) ძირითადად გარეუბნებში იყიდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system