თავში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 3%-ით გაეზარდა

დაფინანსება 3%-ით გაეზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 3%-ით გაეზარდა

"2020 წლის ბიუჯეტი 317 მლნ ლარით არის განსაზღვრული, რაც 2019 წელთან შედარებით საბიუჯეტო სახსრების 3%-ით ზრდას გულისხმობს", - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, სოფლის განვითარების პროგრამების დაფინანსება 2019 წელთან შედარებით 2020 წელს 36%-ით არის გაზრდილი.


"სოფლის განვითარების პროგრამების დაფინანსების ზრდა ძირითადად იმ დანაპირების შესრულებას გულისხმობს, რომელიც ჩვენ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში იაფი ფინანსების ხელმისაწვდომობის ფარგლებში ფერმერებისთვის და სოფლად ეკონომიკური სუბიექტებისთვის გვქონდა", - განაცხადა ლევან დავითაშვილი.

მინისტრის განცხადებითვე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურაში სამინისტრო 2020 წელს 36 მლნ ლარს დახარჯავს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი საირიგაციო ინფრასტრუქტურის აღდგენის და რეაბილიტაციისთვის. 2012 წელს საქართველოში გასარწყავიანებული ფართობის ტერიტორიები დაახლოებით 40 ათას ჰექტრამდე იყო, ხოლო დღეს ჩვენ 120 ათას ჰექტრამდე ვართ. ანუ ჩვენ ფაქტობრივად თითქმის გავასამმაგეთ წყალუზრუნველყოფილი ფართობები სოფლად, ეს ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს უკავშირდება და იცით, რომ დრენაჟი აგრეთვე აქტუალურია დასავლეთ საქართველოში, სადაც ასევე 3-ჯერ გაიზარდა დრენირებული ფართობები", - განაცხადა დავითაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system