თავში

გასული წლის ბიუჯეტი მერიამ გადაჭარბებით შეასრულა

გასული წლის ბიუჯეტი მერიამ გადაჭარბებით შეასრულა
გასული წლის ბიუჯეტი მერიამ გადაჭარბებით შეასრულა

 თბილისის მერის, კახა კალაძის, ინფორმაციით, გასული წლის ბიუჯეტი მერიამ 96%-ზე მეტი რაოდენობით შეასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„440 მილიონი ლარი დაიხარჯა ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 500 მილიონზე მეტი უნდა დახარჯულიყო, თუმცა პანდემიამ პრობლემები შეგვიქმნა. 320 მილიონი დაიხარჯა ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. ეს არის ის მიმართულება, სადაც 1 ლარი არ მოგვიკლია იმიტომ, რომ კარგად გვესმის ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, ბევრ ოჯახს დავუდექით გვერდით, ძალიან ბევრი სიცოცხლე გადავარჩინეთ, ძალიან ბევრ შეჭირვებულ ოჯახს ხელი შევუწყვეთ. რა თქმა უნდა, ამით არ ვტრაბახობთ, ეს ჩვენი მოვალეობაა, მაგრამ მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული, ნაკლები გაჭირვებული ოჯახები გვყავდეს, ამისკენ უნდა იყოს მთელი ძალისხმევა მიმართული. ასეთ ადამიანებს გვერდში დავუდგებით და ყველაფრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჰქონდეთ მხარდაჭერა.რაც შეეხება 2021 წლის ბიუჯეტს 1 მილიარდ 150 მილიონი იქნება. საუბარი იყო, რომ მილიარდ 100 მილიონამდე გაიზრდებოდა, თუმცა 2020 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის შედეგად გადაჭარბებით შესრულდა და მილიარდ 150 მილიონი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებამ მერიას მისცა შესაძლებლობა 2021 წლის ბიუჯეტში დაეკონვერტირებინა 2020 წელს გაუხარჯავი თანხა. შედეგად, თბილისს წლევანდელი ბიუჯეტი 50 მილიონით გაეზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ 150 მილიონი ლარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system