თავში

გაცემული იპოთეკური სესხების 27% სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია

გაცემული იპოთეკური სესხების 27% სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია
გაცემული იპოთეკური სესხების 27% სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია

სუბსიდირებული სესხების გაცემა 6 ივლისს დაიწყო და ბოლო მონაცემებით, ამ პერიოდში გაცემული იპოთეკური სესხების 27% სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევის ავტორი თორნიკე კორძაია აცხადებს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში იპოთეკურ სესხებში ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ს მიაღწია.

„წინა წელს სრული იპოთეკური სესხებში ჯამში დაახლოებით 3.2 მილიარდი ლარი იყო. აქედან ჩვენი შეფასებით, ბინის საყიდელი იპოთეკური სესხი დაახლოებით 2 მილიარდ 400 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. ეს თანხა შარშანდელი იპოთეკური სესხების 20%-ს ემსახურება. თუმცა, ყველა იპოთეკური სუბსიდირებული სესხი არ იქნება. ანუ აქ მოხვდება ის ხალხიც, ვისაც მანამდეც ჰქონდათ ბინის ყიდვა გადაწყვეტილი. ჩვენი შეფასებით ეს იქნება დაახლოებით ნახევარი, ანუ დაახლოებით 10%-იან სტიმულირების ეფექტის“, – აღნიშნავს „თიბისი კაპიტალის“ კვლევების ავტორი.

შეგახსენებთ, COVID 19-ის პანდემიამ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფაქტობრივად, გააჩერა. თბილისში ბინების რეალიზაცია საშუალოდ 38%-ით, ხოლო კონკრეტულ უბნებში 55-63%- ით შემცირდა.

„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ სახელმწიფო პროგრამაზე მთავრობის დადგენილებით, სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე და სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად.

დადგენილების მიხედვით, ძალაშია ჩამკეტი მექანიზმი, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს გაუტოლდება, სახელმწიფო თანადაფინანსებას წყვეტს. დაფინანსება აღდგება იმ შემთხევვაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 5%-ზე მაღალი იქნება.

წესების მიხედვით, განსაზღვრულია ფიქსირებულ და ცვლად განაკვეთში იპოთეკური სესხების გაცემის მოდელი. ორივე შემთხვევაში თანადაფინანსების წილი არა უშუალოდ 4%, არამედ „არაუმეტეს 4%-ია“. შესაძლებელია სხვადასახვა პერიოდის განმავლობაში მთავრობის თანადაფინანსება აუცილებლად 4%-ის ტოლი არ იყოს.

ფიქსირებული განაკვეთის სესხების შემთხვევაში თანადაფინანსების სტრუქტურა გამოითვლება ფორმულით - ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებულ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 4.25%-ით. ეს დღეს არსებულ ვითარებაში 8.25%-ს მინუს 4.25%-ია, რაც 4%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება და მაგალითად 8% გახდება, მაშინ თანადაფინანსების პროცენტი 4%-ის ნაცვლად 3.75% იქნება.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system