თავში

გაწვდება თუ არა ბიუჯეტი დეკრეტული შვებულებების ანაზრაურებას

გაწვდება თუ არა ბიუჯეტი დეკრეტული შვებულებების ანაზრაურებას
გაწვდება თუ არა ბიუჯეტი დეკრეტული შვებულებების ანაზრაურებას

იურისტმა დავით კლდიაშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებები შეაფასა. როგორც მან Report.ge-ს განუცხადა, კანონპროექტში ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია, ბევრი წინასწარ განუჭვრეტელი სიტყვაა გამოყენებული. მისი განმარტებით, შრომითი ბაზრის გაუმჯობესება მხოლოდ კანონზე არაა დამოკიდებული. იურისტი განიხილავს იმ შესაძლებლობასაც, რომ გაზრილი მოთხოვნების და რეგულაციების ფონზე დამსაქმებლები და დასაქმებულები შეეცდებიან გააფორმონ არა შრომითი, არამედ სამსახურეობრივი და მომსახურების ხელშეკრულება, რომლებიც ნაკლებად დაცულია. ასეთ შემთხვევაში „ტვირთი“ გადადის დამსაქმებელზე, რომელსაც შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა.


დავით კლდიაშვილი კანონპროექტის მნიშვნელოვან პრობლემად განიხილავს იმ ასპექტსაც, რომ ყველა დამსაქმებლისა და სამსახურის მიმართ ერთნაირი სტანდარტის დადგენა არასწორია. ამასთანავე, იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ შეუძლებელია ყველა მოსალოდნელი მომენტი წინასწარ განსაზღვრო, ეს კი კანონმდებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

იურისტი ეხება ჩანაწერს დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებითაც. კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, ე.წ. დეკრეტული ანაზღაურების შემთხვევაში დედას სახელმწიფო გადაუხდის ხელფასის 80%.

„ეს მოსასმენად არის ძალიან კარგი და მეც მივესალმები, მაგრამ ვერსად ვნახე, არსებობს თუ არა ამის ეკონომიკური გათვლა. ვინმეს დათვლილი აქვს ეს რა ხარჯთან არის დაკავშირებული? რამდენად ასწევს ამას სახელმწიფო ბიუჯეტი?“,- აცხადებს დავით კლდიაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system