თავში

გაზი ბიზნესს აღარ უძვირდება

გაზი ბიზნესს აღარ უძვირდება
გაზი ბიზნესს აღარ უძვირდება

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი არ შეიცვლება. 

ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ კომუნიკაცია უკვე შედგა.

„გვქონდა ჩვენ არაერთი კომუნიკაცია „თბილისი ენერჯისთან“ და რამდენადაც ჩვენ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, ამ ეტაპზე ეს ტარიფი არ გადაიხედება ანუ მოქმედი ტარიფი არ შეიცვლება. შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ, ამავდროულად, ხედავდეს, რომ მოსახლეობისა და ბიზნესის მომხმარებლების გადახდისუნარიანობა არის საკმაოდ კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ არ არის მარტივი წელი, არის რთული წელი. აქედან გამომდინარე, თუკი ნებისმიერი ბიზნესი უფრო მეტად ჩახედავს შიდა რესურსებს, ალბათ, ყოველთვის შეიძლება გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე ასეც მოხდა,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის გაზის კომერციული ტარიფი თბილისში 1 იანვრიდან უნდა გაზრდილიყო, რასაც ბიზნესი აპროტესტებდა და მთავრობას სთხოვდა ჩარეულიყო "თბილისი ენერჯისთან" მოლაპარაკებებში და მედიატორის როლი ეკისსრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system