თავში

"გაზპრომს" შეთანხმება არ დაურღვევია - უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

"გაზპრომს" შეთანხმება არ დაურღვევია - უნგრეთის საგარეო საქმეთა სამი
გაზპრომს შეთანხმება არ დაურღვევია - უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროპაში „გაზპრომის“ მიერ გაზის მიწოდების ხელშეკრულებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტრ სიიარტომ განაცხადა.

"„გაზპრომი“ ყოველთვის იყო უნგრეთის სანდო პარტნიორი... ყველა კონტრაქტი და ვადა, მიწოდების მოცულობა შესრულდა და, როგორც ვიცი, ევროპაში არავინ უჩივის, რომ "გაზპრომი" გაზის მიწოდების ვალდებულებებს არღვევდა. რუსეთი ასრულებს იმ კონტრაქტებს, რომლებსაც გაზპრომი ევროპელ პარტნიორებთან აწერს ხელს“, - განაცხადა სიიარტომ.

მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის პრეტენზია რუსეთის წინააღმდეგ და ენერგეტიკულ კრიზისში ბრალდებები შესაძლოა დაკავშირებული იყოს დამატებითი მარაგების მიწოდებაზე უარის თქმასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system