თავში

გაზრდილი საგარეო ვალი საქართველოს სუვერენული რეიტინგის სუსტი წერტილია

გაზრდილი საგარეო ვალი საქართველოს სუვერენული რეიტინგის სუსტი წერტილია
გაზრდილი საგარეო ვალი საქართველოს სუვერენული რეიტინგის სუსტი წერტილია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Raitings-ი წელს საქართველოში 4.8%-იან ეკონომიკურ ვარდნას ელის, 2021-ში კი 4.5%-იან ზრდას.

ორგანიზაცია გაზრდილ საგარეო ვალს საქართველოს სუვერენული რეიტინგის სუსტ წერტილად ასახელებს. მის ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ დროისათვის დონორებისგან მოზიდული სახსრები ეკონომიკის 7.8%-ს უტოლდება და საჭიროებებზე მეტია.

Fitch-ი საქართველოს მთავრობას დონორებისგან მოზიდულის სახსრების ნაწილის დეპოზიტებში განთავსებას ურჩევს.

Fitch-ის ექსპერტების რეკომენდაციით ასე ქვეყანაში შეიქმნება ფისკალური ბუფერი, რაც თავის მხრივ, იქნება დამატებითი სტიმული ეკონომიკის ზრდისა და სამომავლოდ დაბალპროცენტიანი ახალი ვალის ასაღებისთვის.

ორგანიზაციის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობა განიხილავს მოზიდული რესურსის ნაწილი რეფინანსირების ნაცვლად, 500 მლნ დოლარის ევრობონდების დასაფარად მიმართოს. Fitch-ის ექსპერტების პროგნოზით, თუ ასე მოხდება ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 2.8%-ით შემცირდება.

Fitch Raitings-ი ერთ-ერთ მთავარ რისკად მოსალოდნელ არჩევნებსაც ასახელებს, რამაც შესაძლოა პოლიტიკური გაურკვევლობა გაზარდოს. ორგანიზაცია პროგნოზსს არჩევნების შემდეგაც განაახლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system