თავში

გაზზე მსოფლიო მოთხოვნა 2.8 პროცენტით გაიზრდება

გაზზე მსოფლიო მოთხოვნა 2.8 პროცენტით გაიზრდება
გაზზე მსოფლიო მოთხოვნა 2.8 პროცენტით გაიზრდება

2021 წელს გაზის გლობალური მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით 2.8 პროცენტით გაიზრდება. როგორც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ანალიტიკოსი ჟან ბატისტ დუბრეილი პროგნოზირებს, გაზის მოთხოვნის ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება აზიის, აფრიკის და შუა აღმოსავლეთის განვითარებადი ქვეყნები. ამ ქვეყნებზე, დუბრეილის თქმით, გაზის მთლიანი მოხმარების 17 პროცენტი მოდის. 

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტის განმარტებით, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ზოგიერთი განვითარებული ქვეყანა წლის ბოლოს ვერ შეძლებს მოთხოვნა გაზზე შეინარჩუნოს 2019 წლის მოხმარების დონეზე.

ცნობისთვის, საქართველოსთვის, გაზზე გლობალური მოთხოვნის ზრდა მნიშვნელოვანია, რადგან, ის სამხრეთ გაზის კოროდორის ერთ-ერთი ტრანზიტორი ქვეყანაა. საქართველოს სარგებელი ამ რეგიონულ პროექტში დამოკიდებულია დერეფანში გატარებული გაზის მოცულობაზე. მსოფლიო მოთხოვნის ზრდა კი ამ ენერგეტიკულ დერეფანში ტრანზიტის მოცულობას, დიდი ალბათობით, გაზრდის. 

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი, გაზის სამხრეთ კორიდორის შესახებ, იკითხეთ, report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system