
გერმანიაში, ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმის გეგმის ფარგლებში, სამი ატომური ელექტროსადგური დაიხურება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
“ატომური ენერგიის გამოყენების დასრულება ჩვენს ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის და ხელს შეუწყობს რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას”,- განაცხადა ფედერალურმა მინისტრმა გარემოსა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში, შტეფი ლემკემ.
გერმანიის ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით 10% ბირთვულ ენერგიაზე მოდის.