თავში

გერმანია კორონავირუსის ვაქცინის შექმნას 750 მილიონი ევროთი დააფინანსებს

გერმანია კორონავირუსის ვაქცინის შექმნას დააფინანსებს
გერმანია კორონავირუსის ვაქცინის შექმნას 750 მილიონი ევროთი დააფინანსებს

გერმანია კორონავირუსის ვაქცინის შექმნისა და გავრცელების პროგრამის დასაფინანსებლად 750 მილიონ ევროს გამოყოფს.

როგორც  გერმანიის განათლებისა და კვლევების მინისტრმა, ანია კარლიჩეკმა, კანცლერ ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით გამართული მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ვაქცინებზე ჩასატარებელი ცდებისთვის დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევრო დაიხარჯება, დანარჩენი თანხა კი ვაქცინის წარმოებას მოხმარდება.

შეგახსენებთ გერმანია კორონავირუსის ვაქცინისთვის ცდებს აქტიურად აფინანსებს. 

მსოფლიოში ვაქცინის განვითარების 121 პროგრამაა ამოქმედებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system