თავში

გერმანია საქართველოს 180 მლნ ევროს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს

გერმანია საქართველოს 180 მლნ ევროს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს
გერმანია საქართველოს 180 მლნ ევროს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს

გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა საქართველოს პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრაში დაეხმარება. ამ მიზნით მან ახალი პროგრამა „საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება“ შეიმუშავა და საქართველოს 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, kFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება,იმ ფინანსური მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი  ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ვეიგელმა მოაწერეს.

დღესვე, ფინანსთა მინისტრმა რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში დაიხარჯება.

ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრას მოხმარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system