თავში

გერმანიამ საქართველოს 170 მლნ ევროს სესხი და 28,5 მლნ ევროს გრანტი გამოუყო

გერმანიამ საქართველოს 170 მლნ ევროს სესხი და
გერმანიამ საქართველოს 170 მლნ ევროს სესხი და 28,5 მლნ ევროს გრანტი გამოუყო

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობასა შორის დღეს გაფორმდა შეთანხმება, რომელიც გერმანიის მიერ საქართველოსთვის დაახლოებით 170 მლნ ევროს ოდენობით სესხისა და 28,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

დოკუმენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხა ურბანული განვითარებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ენერგოეფექტურობას და გარემოს დაცვის ღონისძიებებს მოხმარდება.

„საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ჩვენი ქვეყნების მთავრობების მიერ მოლაპარაკებების შედეგად თანხმდება. ეს არის გერმანიასა და საქართველოს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგი, ძალიან მნიშვნელოვანი თავი. ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, შეღავათიანი სესხის სახით, 100 მლნ ევრო გამოიყოფა ურბანული მობილობის პროექტისთვის ქვეყნის დიდ ქალაქებში, 40 მლნ ევრო მიიმართება ენერგოეფექტურობისთვის, ხოლო 30 მლნ ევრო გათვალისწინებულია თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. შეთანხმების ნაწილია, ასევე, საგრანტო კომპონენტიც, დამატებით, 28.5 მლნ ევროს ოდენობით, რომელიც მოხმარდება ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარების იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს დაცულ ტერიტორიებთან სიახლოვეს. ეს პროექტი მიმართული იქნება იმისკენ, რომ განვითარდეს ტურიზმი და ამავე დროს, დაცული იყოს ქვეყნის ბუნება. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში ვითარდება ორ ქვეყანას შორის. მიხარია, რომ უკვე მომავალი წლიდან დავინახავ როგორ განხორციელდება აღნიშნული პროექტები“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილია დაფინანსება ერთი მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარების და შეღავათიანი სესხის სახით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system