თავში

გერმანიაში ხილი და ბოსტნეული ფუფუნების საგნად იქცა

გერმანიაში ხილი და ბოსტნეული ფუფუნების საგნად იქცა
გერმანიაში ხილი და ბოსტნეული ფუფუნების საგნად იქცა

მიმდინარე წლის ნოემბერში გერმანიაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 105,2%-ით გაიზარდა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება გერმანიის ფედერალურმა სტატისტიკურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

"ერთი წლის განმავლობაში გერმანიაში ფასები 6-ჯერ გაიზარდა, გასულ თვეში კი წლიური დინამიკა იყო უმაღლეს დონეზე. ბოლო დროს წლიურმა ინფლაციამ 5.8%-ს მიაღწია", - განაცხადა გერმანიის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა.

გერმანიაში  ბოსტნეულზე ფასები გაიზარდა საშუალოდ 9,2%-ით. სხვა საკვები, როგორიცაა კარაქი, რძე, კვერცხი, პური და გამაგრილებელი სასმელები, ასევე ყოველკვირეულად ძვირდება. ექსპერტების აზრით, ფასების გარდაუვალი ზრდის მიზეზად შეიძლება უცხოეთიდან იმპორტის შემცირებას მივაკუთვნოთ. კორონავირუსთან დაკავშირებულმა საკარანტინო ზომებმა  ზოგ ქვეყანაში წარმოების შემცირება გამოიწვია. შედეგად, ევროპულ ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირები შესუსტდა. გარდა ამისა, გერმანელმა ფერმერებმა ვერ მიიზიდეს ქვეყანაში საკმარისი სეზონური მუშაკები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.  საგრძნობლად დაეცა საწარმოების პროდუქტიულობა, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო ძალა. 

გერმანულმა გამოცემა Tagesspiegel-მა სტატიაც კი გამოაქვეყნა სათაურით „ხილი და ბოსტნეული ფუფუნებად იქცევა“, რომელშიც ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში ფასების ზრდაზეა საუბარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system