თავში

გერმანიის ელჩი საქათველოში გერმანელ ტურისტებს ელოდება

გერმანიის ელჩი საქათველოში გერმანელ ტურისტებს ელოდება
გერმანიის ელჩი საქათველოში გერმანელ ტურისტებს ელოდება

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალ დიპლომატთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანულ-ქართული ურთიერთობები ურთიერთპატივისცემით ხასიათდება.

ელჩი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ  ქართველები პანდემიურ კრიზისს კარგად გაუმკლავდნენ, რის გამოც ის ტურისტებისთვის მიმზიდველი იქნება.

"ახლა ველი პირველი გერმანელი ვიზიტორების დაბრუნებას საქართველოში, თუნდაც ეს რიცხვი თავიდან მცირე იყოს," - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ უქმეები თავად ოჯახთან ერთად საქართველოში გაატარა.

"ძალიან მარტივი იყო ჩემი და ჩემი ოჯახის დარწმუნება იმაში, რომ მხოლოდ ერთი შვებულება არ გაგვეტარებინა საქართველოში. შაბათის მოგზაურობისთვის გვიყვარს გომბორის უღელტეხილი კახეთში, ან ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ახლა ვგეგმავთ რამდენიმე სერიოზულ ლაშქრობას ხევსურეთში. შემდეგი იქნება დასავლეთ საქართველო შავი ზღვის ლამაზი სასტუმროებითა და გურია-აჭარის გასაოცარი მთიანი რეგიონებით. ჩემს აღფრთოვანებას ისევ იწვევს ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრები“, - განაცხადა ქნირშმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system