თავში

ღარიბაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საქართველოს წარმოების შედეგები გააცნო

ღარიბაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საქართველოს წარმო
ღარიბაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საქართველოს წარმოების შედეგები გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს აბდელატიფ გედირას შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოში ზეთისხილის გაშენებისა და ზეითუნის ზეთის წარმოების კუთხით მიღწეულ შედეგებს და სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრას ესწრებოდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში გიორგი სვანიძეც.

აღინიშნა, რომ ზეთისხილი საქართველოსთვის ახალი აგრარული კულტურაა, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით, რისი ხელშეწყობაც თანმიმდევრულად ხორციელდება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ზეითუნის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად. სახელმწიფო პროექტების მხარდაჭერით და თანამედროვე ბაზრის პრინციპების დაცვით, საქართველოში გაშენებულია ასობით ჰექტარი სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურა, მათ შორის ზეთისხილის ბაღები და იწარმოება ადგილობროვი ზეითუნის ზეთი.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას წევრ სახელმწიფოებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის წარმოების შემდგომ განვითარებას.

ცნობისთვის, საქართველო 2019 წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლის განმავლობაში, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო. მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის განმავლობაშიც იქნება.

საბჭოს წევრების შეთანხმების საფუძველზე, საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა კომიტეტის 57-ე სხდომა თბილისში გაიმართება. საქართველოს დედაქალაქი ამ ღონისძიებებს 24-26 ნოემბერს უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system