თავში

ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველომ მე-5 ადგილი შეინარუნა

ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველომ მე-5 ადგილი შეინარუნა
ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველომ მე-5 ადგილი შეინარუნა

2019 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველომ შეინარჩუნა მე-5 ადგილი. ამის შესახებ დღეს პრემიერმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეების ჩართულობის კუთხით შედეგი 22 ქულიდან 28 ქულამდე გავიუმჯობესეთ 2019 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველომ შეინარჩუნა მე-5 ადგილი. 

"ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და მოქალაქეების ჩართულობის კუთხის თვალსაზრისით შედეგი 22 ქულიდან 28 ქულამდე გავიუმჯობესეთ," - განაცხადა პრემიერმა გახარიამ და დასძინა, რომ საქართველო განაგრძობს ღია მმართველობის პარტნიორობაში (OGP) აქტიურ მონაწილეობას.

ცნობისთვის, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 81 ქულა მიიღო. 117 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო, წინა კვლევის მსგავსად, კვლავ მე-5 ადგილზე დარჩა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა და მას მხოლოდ ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და მექსიკა უსწრებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს ღია ბიუჯეტის კვლევას „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობისთვის“ 2012 წლიდან ატარებს.

ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია 109 სხვადასხვა ინდიკატორი. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system