თავში

საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება

აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება
საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია გაიმართება

2020 წლის 20-29 ნოემბერს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ათდღიანი ღონისძიება გააერთიანებს 1000+ მონაწილეს ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, ღონისძიება გათვლილია მეწარმეებისთვის, დიზაინერებისთვის, მარკეტერებისთვის, დეველოპერებისა და ტექნოლოგიური სიახლეებიისა და ინოვაციური გადაწყვეტების მაძიებელთათვის. კონფერენციის ძირითადი პროგრამა (პრეზენტაციები, გამოსვლები, მასტერკლასები,ვორქშოფები) გადანაწილდება ორშაბათ-კვირაზე, ხოლო კვირის დღეები დაეთმობა,,ნეთვორქინგსა“ და ბიზნესშეხვედრებს. 

შედეგად კი ღონისძიების მონაწილეები შეძლებენ, დაუკავშირდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ძირითადი საკითხები:

- პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესებისთვის & ბიზნესის გაციფრულება

- როგორ შევქმნათ მსოფლიო დონი სკომპანიები განვითარებადი სფეროებიდან

- ციფრული მარკეტინგი, კონტენტი, SMM ტენდენციები

- მომხმარებლის გამოცდილება

- UX/UI დიზაინი

- ბიზნესდეველოფმენთი & გაყიდვები

-კრეატიული მიდგომები & ტექნოლოგიები

- გაყიდვები, ელექტრონული კომერცია & მოდის ინდუსტრიის ტექნოლოგიები

- გონებამახვილობა & კეთილდღეობა

აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან სხვადასხვა ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან: Magic Leap (უნიკალური AR ტექნოლოგიები), Deloitte US (კონტენტის შექმნის ტენდენციები), Salesforce, Google (დიზაინის შესახებ), HubSpot (გაყიდვებში მომუშავე ადამიანის ერთიდღე), DeviantArt, RottenTomatoes (როგორდავძლიოთკრიზისი), VIRTUE (by Vice),  Dalton Maag (ახალიტიპოგრაფიისშექმნა), InVision, E-Dublin, The Next Web (წამყვანი ტექნოლოგიური მედია), Singularity University (სილი კონველის ანალიტიკური ცენტრი), Intelistyle (ინდივიალური ჩაცმულობა ), Kiko, Printful (მდგრადობა),WiFisher და სხვა.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაწევრიანდნენ სხვადასხვა აქტივობებში ონლაინ, სახლიდან, ვებ-აპლიკაციის მეშვეობით, რომლითაც წვდომა ექნებათ გამოსვლებზე, დისკუსიებსა და,,ნეთვორქინგ“აქტივობებზე. 

ბილეთები ხელმისაწვდომია საიტზე touch.ge/summit. ბილეთის მფლობელები კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე მეილით მიიღებენ მოწვევას აპლიკაციაში შესასვლელად. კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია ბროუზერის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

კონფერენციის მხარდამჭერები: Onesoul.io, Georgia’s Innovation & Technology Agency (GITA), Bank of Georgia Business , Aligned Research Group.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system