თავში

ღვინის ექსპორტი შესაძლოა 15%-ით შემცირდეს

ღვინის ექსპორტი შესაძლოა 15%-ით შემცირდეს
ღვინის ექსპორტი შესაძლოა 15%-ით შემცირდეს

კორონავირუსის მიზეზით ზარალს, როგორც ჩანს, ვერც ღვინის ინდუსტრია გადაურჩება.

სპეციალისტები 2020 წელს ღვინის ექსპორტის 15%-იან კლებას ვარაუდობენ.

"მოსახლეობის შემცირებული შემოსავალი და ტურიზმის კლება ალკოჰოლურსასმელებზე ადგილობრივდანახარჯს დაახლოებით 8%-ით შეამცირებს," - აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" კვლევაში.

ორგანიზაციის პროგნოზით, ღვინის ექსპორტზე უარყოფითად იმოქმედებს COVID-19-ის დანავთობის ფასის ვარდნის ფონზე, საექსპორტო ბაზრებზე ეკონომიკის შემცირება და ვალუტების გაუფასურება. 

ანალიტიკოსების ვარაუდთ, საშუალო სეგმენტის ღვინოებზე გაიზრდება მოთხოვნა მაღალი კლასის ექსკლუზიური, ძვირი, ღვინოების მოთხოვნის კლების ხარჯზე.

"2020წ. Iკვარტალში ღვინის ექსპორტი აშშ დოლარში10%-ით არის შემცირებული. წლიურად ექსპორტის აშშ დოლარში 15%-ით კლებაა მოსალოდნელი.  მოსალოდნელია უცხოეთის ბაზრებზე გადახდების გადავადებების მოთხოვნა იმ ღვინის დისტრიბუტორებისგან, ვისაც ექმნება ლიკვიდობის დეფიციტი. საპირისპიროდ, ხარჯვის შემცირებასთან ერთად, შესაძლოა, საშუალო სეგმენტის ღვინო საექსპორტო ბაზრებზე მეტად მოთხოვნადი გახდეს," - ვკითხულობთ კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system