თავში

ღვინის ტუროპერატორებისთვის ტრენინგები დაიწყო

ღვინის ტუროპერატორებისთვის ტრენინგები დაიწყო
ღვინის ტუროპერატორებისთვის ტრენინგები დაიწყო

რესტორნებისა და ღვინის ბარების თანამშრომლებისთვის ღვინის ტურიზმის შესახებ ტრენინგი დაიწყო.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ტრენინგს სომელიე მაგდა სურგულაძე უძღვება, რომელიც მონაწილეებს პრაქტიკული ტრენინგისას რამდენიმე სტილის ღვინისა და კონკრეტული პროდუქტების ერთმანეთთან შეხამების სავარჯიშოებს გააკეთებინებს. ტრენინგს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ღვინის კლუბი ახორციელებს.

ღვინისა და კერძის შეხამების ძირითადი ასპექტები, ინგრედიენტები და მათი ზეგავლენა კერძებზე, ქვევრის ღვინო და კერძის შეხამება, ღვინის გემოს მთავარი ელემენტები - იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი ბათუმში მიმდინარეობს.

ამავე პროგრამის ფარგლებში, გასულ წელს ტრენინგები აჭარაში მოქმედ გიდებსა და ღვინის მარნების წარმომადგენლებსაც ჩაუტარდათ. ღვინის ტურიზმის თემაზე თეორიულ-პრაქტიკული სწავლება მათ კახეთში გაიარეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system