თავში

გიდების 5 თხოვნა ნათია თურნავას

გიდების 5 თხოვნა ნათია თურნავას
გიდების 5 თხოვნა ნათია თურნავას

გიდები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ. 

როგორც ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში აცხადებენ, გიდებს 5 ძირითადი მოთხოვნა აქვს:

1. გიდების რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ - რომ დახმარების ადრესატი პირდაპირ იყოს ცნობილი.
2. გიდების ფინანსური დახმარება - ერთჯერადი არა, 6 თვიანს ვარჩევთ და გიდის სპეციფიკა გაითვალისწინოს მთავრობამ.
3. გიდების ალტერნატიული დასაქმების ხელშეწყობა ტურისტული ნაკადის აღდგენამდე.
4. შუამდგომლობა ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან კრედიტების გადავადება/შეჩერებაზე გიდებისთვის მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში ტურისტული ნაკადის აღდგენამდე ან მათ. ალტ. დასაქმებამდე.
5. გიდების მომზადება უსაფრთხოების კუთხით ტურისტული ნაკადის გახსნისათვის.

„გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან, ქალბატონ ნათია თურნავასთან გიდების დახმარების საკითხზე. შეხვედრამ ჩაიარა კონსტრუქციულ რეჟიმში და საერთო ჯამში კმაყოფილი ვართ, თუმცა ვნახოთ შედეგები," - აცხადებენ ასოციაციაში. 

შეგახსენებთ, მთავრობა ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისულ გეგმას დღეს წარადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system