თავში

გიორგი გახარია: 150-ლარიანი დახმარება საკმარისი არ იქნება

გიორგი გახარია: 150-ლარიანი დახმარება საკმარისი არ იქნება
გიორგი გახარია: 150-ლარიანი დახმარება საკმარისი არ იქნება

შეუძლებელია უბრალოდ, ვისაუბროთ სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მოსახლეობას 150-ზე მეტს შესთავაზებს დახმარების სახით.

150-ლარიანი დახმარება საკმარისი არაა, ამიტომ ეს თანხა გაიზრდება. 150 ლარი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. შეუძლებელია უბრალოდ, ვისაუბროთ სამსახურდაკარგული ადამიანების დახმარებაზე და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის(სსფ) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის. ასევე, დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებმაც თანამშრომლები შეინარჩუნეს. 

დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდა.

ცნობისთვის, ხვალიდან, 15 აპრილიდან, 10 დღით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით შესვლა-გამოსვლა იკრძალება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system