თავში

გიორგი გახარია: ფონდების შესახებ კანონი კაპიტალის ბაზარს განავითარებს

გიორგი გახარია: ფონდების შესახებ კანონი კაპიტალის ბაზარს განავითარებს
გიორგი გახარია: ფონდების შესახებ კანონი კაპიტალის ბაზარს განავითარებს

"ფონდების შესახებ ეს კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის შემდგომი განვითარებისთვის," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფონდების შესახებ კანონზე 4-წლიანი მუშაობა წარმატებულად დასრულდა და კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს მომავალში განსახილველად გადაეგზაევნება

"ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, ფონდების შესახებ ეს კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის შემდგომი განვითარებისთვის. კაპიტალის ბაზრის განვითარება გახლავთ ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება ეკონომიკაში ფინანსური რესურსის გადანაწილებისთვის. დღეს ჩვენ ეს მუშაობა დავასრულეთ. შესაბამისი კანონმდებლობა გადაეგზავნება პარლამენტს და,  რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესგარემოს განვითარებისა და უცხოური კაპიტალის მოზიდისთვის. ეს იქნება კიდევ წინგადგმული ნაბიჯი. მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეკონომიკაში კაპიტალის გადანაწილებისვის, კაპიტალის ბაზრის განვითარება, ისევე როგორც ფონდების შესახებ კანონი, იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system