თავში

გიორგი ცუცქირიძე: დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო

გიორგი ცუცქირიძე: დაგროვებით საპენსიო სისტემაზე
გიორგი ცუცქირიძე: დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო

ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ანალიტიკოსის თქმით, ოპოზიციას საპენსიო რეფორმაზე იერიში განგებ მიჰქონდა. ეკონომისტის მტკიცებით, მიზანმიმართულად ხდებოდა საწინააღმდეგო აზრის პედალირება პოლიტიკოსთა, თუ ექსპერტთა ნაწილის მხრიდან, დაბალ შემოსავლებზე თუ საფონდო ბაზრის განუვითარებლობაზე აქცენტირებით.

„ხშირი საექსპერტო შეფასებები, რომ მიუღებელი იყო დაგროვებითი სისტემის სავალდებულო ხასიათი, ამასთან გაიზრდებოდა საგადასახადო ტვირთი დასაქმებულზე, რაც თავის მხრივ გააძვირებდა სამუშაო ძალას და უარყოფითად იმოქმედებდა დასაქმებაზე, ინვესტიციებზე და ა.შ. გარდა ამისა, იყო „შიშები“, რომ შემოთავაზებულ საპენსიო სისტემას შეიძლება, გამოეწვია არაფორმალური შრომითი გარიგებების დადება და ჩრდილოვანი ეკონომიკის წახალისებაც კი. რაც მთავარია, ცალკეული ქვეყნების მაგალითზე კეთდებოდა პირდაპირი მინიშნებები, რომ საინვესტიციო პროცესები არ იქნებოდა გამჭვირვალე, ფონდში აკუმულირებული თანხები, განსაკუთრებით კრიზისებისას მთავრობის მიერ იქნებოდა არამიზნობრივად გამოყენებული და სულაც დაიკარგებოდა ან მისი სარგებლიანობის ეფექტი იქნებოდა ნულის ტოლფასი, ინფლაციის გამო. დღეს საპენსიო რეფორმის ირგვლივ პოლემიკა აქტუალური იმდენად აღარ არის, რადგან არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი არ ქცეულა რეალობად. თუმცა, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის კრიტიკისას, კიდევ ერთი აბსურდული ინიციატივაც გვახსოვს, „ევროპული საქართველო“ ითხოვდა, მომხდარიყო ამ ფონდში აკუმულირებული თანხების მოსახლეობისათვის დარიგება! რადგან კრიზისებზე იყო მინიშნებები, განსაკუთრებით ახლა, პოსტპანდემიურ პერიოდში, ძალზე საინტერესოდ გამოიყურება რეფორმის დაწყებიდან გასული ერთწლიანი პერიოდის სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც საინვესტიციო პროცესების გამჭვირვალობისთვის საპენსიო სააგენტო ყოველი თვის დასაწყისში წარადგენს და რაც მხოლოდ მისასალმებელია. 3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7% ვადიან დეპოზიტებზე, 25.2% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული. მოგეხსენებათ რეფორმის საწყის ეტაპზე, საპენსიო აქტივების 100% ლარშია დენომინირებული. რაც ნიშანდობლივია, საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4%-ია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანაში არსებული წლიური ინფლაცია! (ივლისის მდგომარეობით 5.7%), ხოლო საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს შეადგენს. ამ რეფორმის დადებით შედეგებს, კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ მომავალში კიდევ უფრო ცხადად ვნახავთ. როგორც იტყვიან ქართული ოპოზიცია აქაც დროშია გაჭედილი!”, - აღნიშნავს ექსპერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system