თავში

გიორგი ვოლსკი: მთავარია ბალანსის დაცვა

გიორგი ვოლსკი: მთავარია ბალანსის დაცვა
გიორგი ვოლსკი: მთავარია ბალანსის დაცვა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა ვირუსის გავრცელების შესაძლო წყაროების გადაკეტვა იყო, თუმცა მთავრობა აქტიურად მუშაობდა მეორე ფრონტზეც, რასაც ეკონომიკის დაცვა ჰქვია. 

"ეკონომიკა არის ის თემა, რომელიც დააზიანებს ნებისმიერ სხვას - სოციალური თუ ჯანდაცვა. მაგრამ მეორე მხრივ, რა ეკონომიკაზეა ლაპარაკი, თუ გავრცელდა და ყურადღება არ მივაქციეთ; ბიუჯეტში არ მოვიზიდეთ შესაბამისი თანხები. ყველა წინადადების გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში ველოდებით, რომ მთავრობა ამ რეალობიდან გამომდინარე შემოგვთავაზებს ახალ, უფრო რთულ სისტემას, თუ როგორ ავიცილოთ გავრცელება და მძიმე შედეგები და მეორე - როგორ უნდა გადავარჩინოთ ეკონომიკა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და დასძინა, რომ პოლიტიკური ძალების ბევრი შეხედულება ამ საკითის მიმართ არაჯანსაღია. მისივე თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკური დღის წესრიგი ჯანდაცვის სისტემის მეცნიერულ დასკვნებს დაეფუძნება და ამაზევე იქნება დამოკიდებული საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხიც.

შეგახსენებთ, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე მსჯელობს, ოპოზიცია კი საგანგებო რეჟიმის გაგრძელებას მხარს არ უჭერს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system