თავში

გლდანის რამდენიმე ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

​გლდანის რამდენიმე ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო
გლდანის რამდენიმე ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგო

გლდანში რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. 

ასფალტის საფარი დაეგო ქერჩის N6 კორპუსთან, სადაც გზის საფარის მოწყობა 1 413 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდა. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 52 541 ლარი დაიხარჯა.

ასევე, სამუშაოები დასრულდა ივანე კაჭარავას ქუჩის მონაკვეთზეც, სადაც 1 083 კვ.მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, სამუშაოებისთვის კი 71 004 ლარი დაიხარჯა.

გლდანის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთება 15 მისამართზე, შიდა ეზოების მოწყობა 19 მისამართზე გზის ფრაგმენტული და ორმოული შეკეთებები კი 57 მისამართზე განხორციელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system