თავში

გლდანის რეაბილიტაციის პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება

გლდანის რეაბილიტაციის პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება
გლდანის რეაბილიტაციის პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია. სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) შეასრულა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის გზების რეაბილიტაცია სრულად წლის ბოლომდე დასრულდება. 

როგორც უწყებაში  განმარატვენ, სამუშაოების ყველაზე მძიმე, პირველ ეტაპზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემას. ამჟამად მიმდინარეობს დაერთებები. ამ პროექტის ფარგლებში შეიცვლება განათების ბოძები, ელექტროგადამცემი კაბელები კი მიწის ქვეშ განთავსდება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და საავტობუსე ზოლები. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.

ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება.სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას გულისხმობდა, ამ დროისთვის დასრულებულია. 

გლდანის რაიონში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 2 მაისს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებში დედაქალაქის ბუჯეტიდან 11 777 776 ლარი დაიხარჯება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system