თავში

გლობალური ვაჭრობის 6,6 ტრილიონ დოლარამდე ზრდას ელიან

გლობალური ვაჭრობის 6,6 ტრილიონ დოლარამდე ზრდას ელიან
გლობალური ვაჭრობის 6,6 ტრილიონ დოლარამდე ზრდას ელიან

მსოფლიო ვაჭრობა მზარდია. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) ანგარიშით, მსოფლიო ვაჭობა 2021 წლის პირველ კვარტალში 10% -ით გაიზარდა. დოკუმენტში ნავარაუდებია, რომ ვაჭრობის ზრდის დინამიკა მსოფლიოში 2021 წლის მეორე კვარტალშიც გაგრძელდება და საქონლისა და მომსახურების გლობალური ვაჭრობა 6,6 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ეს იქნება 31% -იანი ზრდა 2020 წლის ყველაზე დაბალი წერტილიდან და დაახლოებით 3% -იანი ზრდა 2019 წლის, ანუ პანდემიამდელ მაჩევენებელზე.

UNCTAD 2021 წლისთვის პროგნოზირებს ვაჭრობის 16% -ით (ღირებულებით) ზრდას, მათი გათლით წელს საქონლით ვაჭრობა 19% -ით გაიზრდება, ხოლო მომსახურება 8% -ით.

"ვაჭრობის პოზიტიური პერსპექტივა დიდწილად დამოკიდებულია პანდემიური შეზღუდვების მასშტაბზე, საქონლის ფასებზე, სავაჭრო პროტექციონისტული პოლიტიკის ზოგად შეზღუდვებზე და ხელსაყრელ მაკროეკონომიკურ და ფინანსურ პირობებზე," - ამბობენ ექსპერტები. 

მიუხედავად კლებისა, ექსპერტების მიერ 2020 წელი, ვაჭრობის მხრივ, მაინც დადებითად ფასდება, რაც მათი მტკიცებით, დიდწილად განაპირობა "აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკის მდგრადობამ", რომელმაც სწრაფად მოახერხეს პანდემიის შეჩერება. გაიზარდა მოთხოვნა პროდუქტებზე, რომლებიც დაკავშირებულია COVID-19 საქმიანობასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system