თავში

გორში 6 სოფლის გაზიფიცირება 2 028 574 ლარი დაჯდა

გორში 6 სოფლის გაზიფიცირება 2 028 574 ლარი დაჯდა
გორში 6 სოფლის გაზიფიცირება 2 028 574 ლარი დაჯდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, შიდა ქართლში 6 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დაასრულა. კომპანიის განმარტებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გორიჯვარი, წედისი, ბნავისი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზღუდერი, ყინწვისი და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ჯამურად პროექტის ფარგლებში აშენდა 38 098 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1441 ადგილობრივ მოსახლეს მიეცა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გაზიფიცირების ღირებულებამ  შეადგინა. 

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში შიდა ქართლის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 13 სოფელი, 2 163 აბონენტი. 2013 წლიდან - დღემდე, შიდა ქართლში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა 4 მუნიციპალიტეტის 144 სოფელში. სამუშაოების შედეგად აშენდა 1 206 445 გრძივი მეტრი გაზსადენი და გაზიფიცირდა 29 976 აბონენტი.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system