თავში

გორში საირიგაციო სისტემებს აახლებენ

გორში საირიგაციო სისტემებს აახლებენ
გორში საირიგაციო სისტემებს აახლებენ

„საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის პარალელურად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 18 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხების აღდგენა, რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობა.

ჩატარებული სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში 1 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის სტაბილურად მორწყვას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 3 287 777 ლარია.

სამუშაოები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია და საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან ერთად გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system