თავში

გრანტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

გრანტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში
გრანტები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების ფონდი, რომელიც გუშინ შეიქმნა,  ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და სტიპენდიას სთავაზობს. 

აბიტურიენტები, რომლებიც 2020-21 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან, საშუალება ექნებათ ისარგებლონ ფონდის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა გრანტებით.

KIU-ს ფონდის ფარგლებში დაფინანსდება:

1) სწავლის გადასახადი
2) სტუდენტურ საცხოვრებელის გადასახადი
3) სტუდენტური სტიპენდია
4) KIU ბარათი (KIU ბარათი მოქმედებს საუნივერსიტეტო კამპუსზე არსებულ სხვადასხვა ობიექტებში).

ფონდის დაფინანსება შეიძლება გაიცეს საგანმანათლებლო პროგრამის მთლიანი ხანგრძლივობის ვადით, საბაკალავრო პროგრამაზე ოთხი წლით. დაფინანსების შესანარჩუნებლად ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სტუდენტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის შიდა მოთხოვნები და ჰქონდეს: მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0) და არანაკლებ 55 კრედიტი წინა სასწავლო წლის განმავლობაში.

სტუდენტური გრანტებისთვის განცხადებების საბოლოო დამტკიცება მოხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისა და KIU-ში ჩარიცხვის შემდეგ.

სწავლისა და ცხოვრების დაფინანსების მოთხოვნისთვის აუცილებელია აბიტურიენტი დარეგისტრირდეს KIU-ს პროგრამებზე ა.წ. 30 მარტამდე (https://naec.ge/#/ge/index) KIU-ს სარეგისტრაციო ნომრით 197 და შეავსოს შესაბამისი საგრანტო განაცხადი (www.kiu.edu.ge).

სტუდენტური გრანტების ფონდის სახელმძღვანელო იხილეთ ბმულზე: www.kiu.edu.ge 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system