თავში

გრიგოლ მანდარია: სამთო კურორტებზე კრიზისი გადალახულია

გრიგოლ მანდარია: სამთო კურორტებზე კრიზისი გადალახულია
გრიგოლ მანდარია: სამთო კურორტებზე კრიზისი გადალახულია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ მანდარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამთო კურორტებზე კრიზისი ამ ეტაპისთვის გადალახულია.

„კრიზისი გადალახული იქნება იმ მენეჯმენტის პირობებში, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას დღევანდელ დღემდე ჰყავდა. ვფიქრობ, წყალმომარაგების კომპანიამ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა და შეასრულა გასაკეთებელი. დღეს, უბრალოდ, გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ კიდევ ახალ საფეხურზე გადავიდეთ, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ კომპანია და მეტი გავაკეთოთ, რომ მოსახლეობას არ ჰქონდეს მომავალში პრობლემები“, – განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის პოდტზე ეკატერინე გალდავა გრიგოლ მანდარიამ შეცვალა.

კომპანიაში არ დაუკონკრეტებიათ, უკავშირდება თუ არა საკადრო ცვლილება ზამთრის კურორტების წყლით მომარაგებაში არსებულ პრობლემას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system