თავში

"ჰეფი პრინტინგი“ საქართველოში ოპერირებას იწყებს - შემდეგი აზერბაიჯანი და სომხეთია

"ჰეფი პრინტინგი“ საქართველოში ოპერირებას იწყებს
ჰეფი პრინტინგი“ საქართველოში ოპერირებას იწყებს - შემდეგი აზერბაიჯანი და სომხეთია

მსოფლიოში გავრცელებული ონლაინ ბეჭდვითი პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ სტამბებს ადგილობრივ მომხმარებელთან აკავშირებს, სიამაყით აცხადებს, რომ თბილისში მდებარე „დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდთან“ თანამშრომლობით „ჰეფი პრინტინგ საქართველოს“ აფუძნებს.

 „საქართველო, სადაც თითქმის 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არის ქვეყანა, რომელსაც ონლაინ ბეჭდვის დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი plug & play-ის, მათ შორის ბრენდინგისა და მარკეტინგის, საშუალებით საქართველოში სწრაფად და ეფექტურად დაფუძნებას შევძლებთ,“ - განაცხადა "HappyPrinting“ -ის აღმასრულებელმა დირექტორმა სვენ რუსტიკუსმა.

„აღფრთოვანებული ვართ იმით, რომ "HappyPrinting“-ის წარმომადგენლები ვართ. ჩვენ მოგვწონს ბრენდის, პლატფორმისა და ენერგიის საერთაშორისო მასშტაბით გავრცელება. გვწამს ბეჭდვის პარტნიორების გლობალური ქსელის შექმნის კონცეფციის, რომლებიც იზიარებენ ერთ ბრენდს და ერთ პლატფორმას. ეს უბრალოდ ჭკვიანური გადაწყვეტილებაა !“- განაცხადა „ჰეფი პრინტინგ საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა დეა მგალობლიშვილმა. 

სტამბების გაერთიანება სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზრების ათვისებასაც გეგმავს. 

"საქართველოში საკმარისი დაკვეთების შესრულებისთანავე "HappyPrinting“ და „დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდი“ ვაპირებთ კიდევ უფრო გავფართოვდეთ რეგიონის სხვა ქვეყნებში, როგორიცაა სომხეთი და აზერბაიჯანი," - განუცხადეს report.ge-ს „ჰეფი პრინტინგ საქართველოში".

"HappyPrinting“ ამჟამად აქტიურია ნიდერლანდებში, ესპანეთში, ნორვეგიაში, ბულგარეთში, ეკვადორში, ფილიპინებში, იაპონიაში, ახალ ზელანდიასა და სხვა ქვეყნებში. „ჰეფი პრინტინგ ინდიგოს“ პარტნიორი და „ჰეფი პრინტინგ ინოპარტნერის“ პროგრამის წევრია. "HappyPrinting“ თავის plug & play გადაწყვეტილებას „ჰეფი პრინტინგ ინდიგოს” მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს, რომლებსაც თავიანთი ბიზნესის გაზრდა "HappyPrinting“-ის საშუალებით ვებ-ბეჭდვის ხელმისაწვდომობით სურთ.

"HappyPrinting“ გლობალური ონლაინ ბეჭდვის პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ სტამბებს ადგილობრივ მომხმარებელთან აკავშირებს, ასე მუშაობს: ის ადგილობრივ მოთხოვნას ადგილობრივ მიწოდებასთან აკავშირებს და ასე იზრდება ადგილობრივი პარტნიორების გაყიდვები. ამ გზით მცირდება ტრანსპორტიორების ხარჯები და ბეჭდვისაგან გამოწვეული  ნახშირბადის ოდენობაც.

"HappyPrinting" ნიდერლანდებში 2017 წელს დაფუძნდა. სტამბებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მისი ონლაინ გადაწყვეტილების, ბრენდინგისა და მარკეტინგის გამოყენება შეუძლიათ. "HappyPrinting“ კონცეფცია ერთ პლატფორმაზე დაფუძნებული ადგილობრივი სტამბების გლობალური ქსელის შექმნას ითვალისწინებს, რომლებიც იზიარებენ თავიანთ ტექნოლოგიურ ცოდნას, ინოვაციასა და მარკეტინგს. "HappyPrinting“ Drukwerkdeal-ის ყოფილმა მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა სვენ რუსტიკუსმა და Dow Chemical-ის ყოფილმა გლობალურმა IT დირექტორმა ჟან პიერ მეიჯერმა დააფუძნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system