თავში

ჰოსპიტალების რაოდენობა 5.6% CAGR-ით გაიზარდა

ჰოსპიტალების რაოდენობა 5.6% CAGR-ით გაიზარდა
ჰოსპიტალების რაოდენობა 5.6% CAGR-ით გაიზარდა

საქართველოში კერძო სექტორის წილი ჯანდაცვაში მაღალია ბევრ განვითარებად და განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით.

ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოში კერძო, მოგებაზე ორიენტირებული საავადმყოფოების ხვედრითი წილი საავადმყოფოთა მთლიან რაოდენობაში 86%-ს შეადგენს, დანარჩენი 14% (ძირითადად სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები, როგორებიცაა ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური და ა.შ.) კი სახელმწიფო საკუთრებაშია.

აქვე აღნიშნულია, რომ ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა 5.6% CAGR-ით 551 ათასამდე გაიზარდა 2009-19 წლებში.

"საქართველოს მოსახლეობა ბერდება, რაც გამოწვეულია შობადობის დაბალი მაჩვენებლით, მიგრაციითა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდით (იხ, გვერდი 41). მოსახლეობის შემცირების პირობებში, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა (როგორც მთავრობის ხარჯები, ისე მოსახლეობის მზარდი შემოსავლები) და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების გავრცელება," - ვკითხულობთ Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

კვლევის მიხედვით, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა ბოლო ათწლეულში გაიზარდა. მკვლევარები განმარავენ, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარება არის საავადმყოფოებზე ზეწოლის შემცირების, გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენცია/მართვისა და გართულებული/ფატალური შემთხვევების წილის შემცირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა. აქედან გამომდინარე, ბოლო ათწლეულში პრევენციული და პირველადი ჯანდაცვა პრიორიტეტული მიმართულებებია საქართველოსთვის: ამბულატორიული დაწესებულებების რაოდენობამ 2.3 ათასს, მიმართვების რაოდენობამ კი 13.5 მლნ-ს მიაღწია 2019 წელს.

კვლევა ცხადყოფს, რომ, გაუმჯობესების მიუხედავად, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მიმართვების რაოდენობა საქართველოში კვლავ მცირეა. მკვლევარების განმარტებით, საქართველოში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მიმართვიანობა დაბალია და ერთ ადამიანზე საშუალოდ 3.6-ს უტოლდება 2019 წლის მონაცემებით. ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით, არასაკმარისად განვითარებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები დაბალი მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზია, რაც უბიძგებს პაციენტებს მიმართონ პირდაპირ საავადმყოფოებს. ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მედიკამენტებით თვითმკურნალობის მაღალი დონე კიდევ ერთი დაბრკოლებაა პირველადი ჯანდაცვის განვითარებისთვის.

კვლევა აჩვენებს, რომ ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მიმართვების რაოდენობა მაღალია თბილისში, თუმცა ბევრად ნაკლებია რეგიონებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system