
წინასწარი შეფასებით, 2021 წელს ჩინური კომპანია Huawei-ს გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 634 მილიარდი იუანი (დაახლოებით 99 მილიარდი დოლარი) შეადგინა.
აღნიშნული მაჩვენებელი 28,8%-ით ნაკლებია ერთი წლის წინანდელ მონაცემებზე.
სავარაუდოდ, გაყიდვების შემცირება COVID-19-ის პანდემიისა და აშშ-ს სანქციების ფონზე დაფიქსირდა.
„2022 წელს ჩვენ არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდებით. მჭიდროდ ვთანამშრომლობდით პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში, რათა რთული პერიოდი გადაგველახა“, - ნათქვამია Huawei-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.