
კორეულმა კომპანია Hyundai Motor-მა ამერიკული რობოტების მწარმოებლი Boston Dynamics Inc შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Boston Dynamics-ის ვებგვერდზე განთავსდა.
Hyundai Motor-მა კომპანიის 80% შეიძინა, რომლის ღირებულებაც 1,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. კომპანიის დარჩენილი 20% იაპონური ჰოლდინის Softbank-ის საკუთრებაში დარჩა, რომელიც Boston Dynamics-ის წილს 2017 წლიდან ფლობს.
Hyundai Motor ინვესტიციებს აკეთებს ე.წ. სამომავლო ტექნოლოგიებში, მათ შორის თვითმართვადი მანქანების, ხელოვნური ინტელექტის, თვითმფრინავების და რობოტების შესყიდვაში.