თავში

ნიგოზაში ქარის ელექტროსადგურს თურქული კომპანია ააშენებს

ნიგოზაში ქარის ელექტროსადგურს თურქული კომპანია ააშენებს
ნიგოზაში ქარის ელექტროსადგურს თურქული კომპანია ააშენებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ქარის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა დაანონსა. როგორც მინისტრი განმარტავს, ეს არის 50 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური.

„ჩვენ დღეს მთავრობის სხდომაზე ახალი ქარის ელექტროსადგურის განვითარების და მშენებლობის კონცეფცია დავამტკიცეთ. ეს არის ნიგოზას 50 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური, რომელიც უნდა აშენდეს გორის რაიონში. ეს არის დამატებით დაახლოებით 200 მლნ. კილოვატ საათის გამომუშავება. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ადგილობრივ რესურსზე დამყარებული ელექტროენერგია იქნება, არამედ თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით უფრო მწვანე, დივერსიფიცირებული და განახლებადი ენერგო სექტორის დამკვიდრებისკენ," - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს ფუფუნება აღარ აქვს, გაიწელოს განახლებადი ენერგიის პროექტები, რადგან მოთხოვნა, იმპორტი და დეფიციტი მატულობს. 

პროექტს თურქული კომპანია „ჩალიკი“ განახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system