თავში

იახტების ფასი 25%-ით გაიზარდა, მოთხოვნა კი მაინც იმატებს

იახტების ფასი 25%-ით გაიზარდა, მოთხოვნა კი მაინც იმატებს
იახტების ფასი 25%-ით გაიზარდა, მოთხოვნა კი მაინც იმატებს

კორონავირუსის პანდემიის პარალელურად მსოფლიოში იახტების ფასმა მოიმატა. ბროკერები ამბობენ, რომ ინდუსტრიაში ახლა ბუმია. ახალი იახტების მშენებლობისთვის შეკვეთების რაოდენობა მზარდია, რაც "Boats International"-ის უახლესი კვლევებითაც დადგინდა. აქ ნათქვამია, რომ გლობალურად 1 200 სუპერიახტის შეკვეთაა გაცემული და ამჟამად სამშენებლო მასალის მომზადება მიმდინარეობს. მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ იმატა ფასმაც. გასულ წელთან შედარებით სუპერიახტების ფასი 25%-ითაა გაზრდილი.

"გასულ წლებში ადამიანები, ვისაც სათანადო თანხები ჰქონდათ, ზედმეტად იყვნენ დაკავებული ოფისის სამუშაოთი. ახლა მათ გამოუჩნდათ მეტი დრო და ადგილი რათა მიღწეული მიზნები სისრულეში მოიყვანონ", - თქვა The Guardian-თან უილკრისტიემ იახტების ბროკერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system