
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.7 პროცენტია. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.
