თავში

იანვარ-თებერვალში მშპ 3.7 %-ით გაიზარდა

იანვარ-თებერვალში მშპ 3.7 %-ით გაიზარდა
იანვარ-თებერვალში მშპ 3.7 %-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 3.7 პროცენტით განისაზღვრა.

ოფიციალური სტატისტიკით, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა. 2019 წლის თებერვალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტი იყო, ხოლო იანვარ-თებერვლის მონაცემებით – 4.1

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება დაფიქსირდა ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორიცაა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორები.

ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები.

საქსტატის ინფორმაციით, თებერვლის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 6.254 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.5%-ით მეტია. თუმცა, დღგ-ის ბრუნვის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალი იყო იანვარში და ის წლიურად 14%-ით იყო გაზრდილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system