თავში

იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ

იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ
იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზრდებათ

2022 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას. Report.ge-ს ცნობით, იანვრიდან ხელფასები გაიზრდება ჯარში, პოლიციაში. ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. 

ფინანსთა მინისტრის განმარტებით,  საჯარო სექტორში, განხორციელდება ათპროცენტიანი სახელფასო მატება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გასულ თვეში განაცხადა, მანამდე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები პრაქტიკულად 2017 წლიდან გაყინული იყო, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების, პოლიციის ხელფასი. საჯარო სექტორში 2017 წლიდან საჯარო სეტორში ხელფასები ზრდა პრაქტიკულად არ ყოფილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system