თავში

იაპონია სახელმწიფო რეზერვიდან ნავთობს 2022 წლის დასაწყისში გაყიდის

იაპონია სახელმწიფო რეზერვიდან ნავთობს 2022 წლის დასაწყისში გაყიდის
იაპონია სახელმწიფო რეზერვიდან ნავთობს 2022 წლის დასაწყისში გაყიდის

იაპონია, საწვავის ფასების შემცირების მიზნით, სახელმწიფო რეზერვებიდან ნავთობის გაყიდვაზე ტენდერს 9 თებერვალს გამართავს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრო ავრცელებს.

მთლიანობაში მთავრობა  4,2 მილიონი ბარელი სარეზერვო ნავთობის გაყიდვას გეგმავს. 

იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით, სექტემბრის ბოლოს ქვეყნის საცავებში ნავთობის მარაგი 467 მლნ ბარელს შეადგენდა.

შეერთებულმა შტატებმა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა ნავთობის სტრატეგიული მარაგები გაეთავისუფლებინათ, რათა OPEC-ზე ზეწოლა მოეხდინათ და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირებულიყო. ჯოზეფ ბაიდენის კოალიციას, ნავთობის მსოფლიო ფასების დაწევას სახელმწიფო მარაგების გაყიდვით ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system