თავში

III კვარტალში საქართველოდან უცხოეთში მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა

III კვარტალში საქართველოდან უცხოეთში მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა
III კვარტალში საქართველოდან უცხოეთში მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა

2019 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 526.6 ათასი შეადგინა. ჯამში, ქვეყნის ტერიტორიიდან  საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 მილიონი გასვლა დაფიქსირდა.  ვიზიტორების უმრავლესობა, 43.7 პროცენტი, 31-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან", - ასეთი კვლევის შედეგი, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. 

უწყების ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 417.7 ათასი ტურისტული და 281.8 ათასი ექსკურსიული ტიპის ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების 61.3 % მხოლოდ ტურისტები  იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 33.4 % შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.3 % როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტია.

ვიზიტორების უმრავლესობა, 43.7 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 47.0 პროცენტს შეადგენდა.

2019 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 34.9 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით, 29% უცხოეთში საყიდლებზე გავიდა, 18%-ის მოგზაურობის მიზანს პროფესიული საქმიანობა წარმოადგენდა, 2,9% კი მკურნალობისთვის გავიდა. ამასთან, საქსტატის ცნობით, საანგარიშო უცხოეთში პერიოდში დასვენება-გართობისთვის მხოლოდ 12,8% გავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system