თავში

ილონ მასკი ტვინის ჩიპს ადამიანებზე 2022 წელს გამოცდის

ილონ მასკი ტვინის ჩიპს ადამიანებზე 2022 წელს გამოცდის
ილონ მასკი ტვინის ჩიპს ადამიანებზე 2022 წელს გამოცდის

Neuralink-ის თანადამფუძნებელი ილონ მასკი აცხადებს, რომ კომპანია ტვინის ჩიპის ადამიანებზე გამოცდას მომავალ წელს გეგმავს. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა Interesting Engineering წერს.

„ვიმედოვნებთ, რომ პირველი ჩიპს  ზურგის ტვინის მძიმე ტრავმის მქონე ადამიანები მიიღებენ. მომავალ წელს აშშ-ის სურსათის და წამლების ადმინისტრაციისგან ნებართვას ველოდებით", - განაცხადა მასკმა. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერ ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ რაც Neuralink მაიმუნებზე გამოსცადეს.

ჩიპის დიამეტრი დაახლოებით 23 მილიმეტრს შეადგენს და ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ის ნეირონების სტიმულირებას მოახდენს. Neuralink-ში მომუშავე მეცნიერთა მიზანი ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული კიდურების სრული ან ნაწილობრივი დამბლის მქონე, მხედველობა და სმენადაკარგული, ასევე ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მკურნალობაა. მასკი აღნიშნავს, ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლოა უსინათლოებიც განიკურნონ, რადგან მას ტვინის ნებისმიერ წერტილთან ექნება წვდომა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system