თავში

იმპორტი 15.9 პროცენტით შემცირდა

იმპორტი 15.9 პროცენტით შემცირდა
იმპორტი 15.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის ცნობით, გასულ წელს იმპორტი საქართველოში 15.9 პროცენტით შემცირდა. 2020 წელს საქართველოს 8 005.6 მლნ. აშშ დოლარი დაუჯდა.

რაც შეეხება ექსპორტს, შარშან ექსპორტისგან საქართველომ მიიღო  3 342.1 მლნ. აშშ დოლარის შემოსავალი. ექსპორტი ჯამში შარშან 12%-ითაა შემცირებული

2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა.

ცნობისთვის ეს ექსპრეს მონაცემებია, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 იანვარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system