თავში

იმპორტირებული ფრინველის ხორცის ეტიკეტირების წესის დარღვევები გამოვლინდა

იმპორტირებული ფრინველის ხორცის ეტიკეტირების წესის
იმპორტირებული ფრინველის ხორცის ეტიკეტირების წესის დარღვევები გამოვლინდა

40 ობიექტში იმპორტირებული ფრინველის ხორცის ეტიკეტირების წესის დარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ report.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

უწყების განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სავაჭრო ობიექტებში ფრინველის ხორცისა და კვერცხის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს რეგულარულად ამოწმებენ. ინსპექტირება ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე უბნის მაღაზიებში. 

დღეისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შემოწმებულია 150-მდე ობიექტი, რომელთაგანაც 40-ში იმპორტირებული ფრინველის ხორცის შეფუთვის გარეშე განთავსების - ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა.

ბიზნესოპერატორების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ამავდროულად, სააგენტოს წარმომადგენლებმა სარეალიზაციო ქსელიდან აიღეს ფრინველის ხორცის ნიმუშები, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system