თავში

იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი საქართველოში

იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი საქართველოში
იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი საქართველოში

"გალტ & თაგარტმა" საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე პრეზენტაცია გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიამ წინა პლანზე წამოწია ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების აუცილებლობა.

საინვესტიციო აქტივების მმართველი კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“ მიიჩნევს, რომ  საქართველოს აქვს პოტენციალი სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის დარგების ხელშეწყობით დაახლოებით 850 მლნ დოლარის იმპორტი ჩაანაცვლოს და ასევე ექსპორტის დივერსიფიცირება შეძლოს.

დოკუმენტის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში წარმოების განვითარების პოტენციალი რამდენიმე დარგში იკვეთება, ეს არის: ხორცი და რძის პროდუქტები, მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი, საკვების გადამუშავება.

„ამ მიმართულებით, საქართველოს აქვს 400 მლნ დოლარის იმპორტის ჩანაცვლებისა და ასევე ექსპორტის დივერსიფიცირების შესაძლებლობა. დარგის მთავარ გამოწვევად რჩება მიწების კონსოლიდაცია და დაბალი პროდუქტიულობა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

იმპორტ-ტევადადა არის შეფასებული ორგანიზაციის მიერ ქართული სამშენებლო ინდუსტრია და ექსპერტების აზრით, ადგილობრივი წარმოების წახალისებით შესაძლებელი იქნება 450 მლნ დოლარის იმპორტის ჩანაცვლება მშენმებლობის სფეროში.

„პირველადი შეფასებით მიზანშეწონილია შემდეგი პროდუქტების წარმოების წახალისება: კაბელები, არმატურა, პლასტმასი, საღებავები, ავეჯი, წყლის გამაცხელებლები, ლითონის მასალები, ხის მასალა, კერამიკის ნაწარმი, ცემენტის კლინკერი. ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანა განახლებულ სტრატეგიას საჭიროებს, განსაკუთრებით მსოფლიოში ამ კუთხით გამძაფრებული კონკურენციის პირობებში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system