თავში

რა ბალანსს დაიცავს მთავრობა ინდუსტრიულ განვითარებასა და გარემოს დაბინძურებას შორის

ინდუსტრიულ განვითარებასა და გარემოს დაბინძურებას შორის
რა ბალანსს დაიცავს მთავრობა ინდუსტრიულ განვითარებასა და გარემოს დაბინძურებას შორის

"ჩვენ უნდა დავიჭიროთ ძალიან სწორი, კარგი ბალანსი ინდუსტრიულ განვითარებასა და გარემოს დაბინძურებისგან დაცვას შორის," – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, მთავრობისთვის ძალიან მნიშვენლოვანია, განვითარდეს ქართული წარმოება და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, მათ შორის მძიმე მრეწველობის ინდუსტრიაშიც, თუმცა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს უნდა მოხდეს უსაფრთხოდ, რომ ეკონომიკის წინსვლას არ შეეწიროს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ქვეყნის უმთავრესი მონაპოვარი,- ქვეყნის მწვანე და სუფთა სტატუსი.

„ამავდროულად, ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა, უსაფრთხო ქვეყანა და ჩვენ ისეთივე უსაფრთხოები უნდა ვიყოთ გარემოსდაცვითი ნორმების შესრულების თვალსაზრისით. ამიტომაც, ჩვენი კოლეგები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობენ და სპეციალურად გამკაცრდა კანონმდებლობა. გარემოზე ზემოქმედების შეფასება კეთდება ახლა ნებისმიერ დარგში. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთშეთანხმებით ინვესტორებთან ყველა ეს საკითხი გადაწყდება. მაგრამ, ერთიც მინდა ვთქვა, რომ გავუფრთხილდეთ ინვესტორებს, გავუფრთხილდეთ საწარმოებს, ისინი დღეს ქმნიან პროდუქციას და ასაქმებენ ადამიანებს“, – განაცხადა თურნავამ რუსთავში, სადაც კომპანია „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი სამკერვალო საწარმოს „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობის პრეზენტაციაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system