თავში

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტის 99.4%-ი აითვისა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტის 99.4%-ი აითვისა
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტის 99.4%-ი აითვისა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის 1 820.3 მილიარდ ლარიანი ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა. 

უწყების ცნობით, ნოემბრის მდგომარეობით, სამინისტროს მიერ უკვე ათვისებულია 1 მილიარდ 810 მილიონი ლარი, რაც დამტკიცებული ბიუჯეტის 99.4%-ს შეადგენს და ამავდროულად,138 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

"საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 11 თვის განმავლობაში აითვისა ბიუჯეტის 104% - 1 მილიარდ 251 მილიონი ლარი, ხოლო შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ - 209 მილიონი ლარი, ანუ წლის გეგმის 110%," - განუმარტეს report.ge-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. 

ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system