თავში

ინფრასტრუქტურული ხარჯის წილი მიმავალი წლის ბიუჯეტში

ინფრასტრუქტურული ხარჯის წილი მიმავალი წლის ბიუჯეტში
ინფრასტრუქტურული ხარჯის წილი მიმავალი წლის ბიუჯეტში

"მომავალი წლის ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით საქართველო იყოს სრულფასოვნად განვითარებული ქვეყანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ინვესტიციების მოსაზიდად," -ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომრემ ზაზა გაბუნიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი“განიხილეს და მხარი დაუჭირეს.

"615 მილიონი ლარით გვაქვს ზრდა რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართულებით და მით უმეტეს დიდი ნაწილი ამ რესურსისა იმ დიდ, გლობალურ და მნიშნელოვან პროექტებს მოხმარდება, რომელიც დაწყებულია და რომლის ბოლომდე მიყვანა არის მნიშვნელოვანი," - განმარტა გაბუნიამ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, იზრდება იმ პროექტების დაფინანსება, რაც 2018-2020 წლებში იყო დაწყებული. ეს არის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარჯვის ნაწილი ძირითადად, უწევს 2021-2022 წლებში. 

"ჩვენი სურვილი და მიზანია კაპიტალურ ხარჯებთან მიმართებაში 8%-იანი ნიშნული შევინარჩუნოთ“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. 

როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ჯამურად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, შეადგენს 17მლრდ 71 მლნ. ლარს, რაც დაახლოებით 1 მილიარდ 150 მლნ ლარით მეტია 2020 წლის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 421.6 მლნ ლარით, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 615.0 მლნ ლარით. 

ომხსენებლის ინფორმაციით, ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები -1 648.5 მლნ ლარი, მათშორის თანხები ძირითადად მიიმართება საავტომობილო გზების მშენებლობარეკონსტრუქციაზე:

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 252.9 მლნ ლარი

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 281.5 მლნ ლარი,

მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა - 30.0 მლნ ლარი;

ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 165.0 მლნ ლარი;

იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა - 38.0 მლნ.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი მაჩვენებლები კიდევ ერთხელ გადამუშავდება და შესაძლოა მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.

კომიტეტმა დღესვე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებს „აგროტურიზმის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოგენილ დოკუმენტს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო-აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - A)” და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო--აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი B)” მხარი დაუჭირეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system